Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გერმანე ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1964 წელს და ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს(საკომპოზიციო). 1956–1959წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ორკესტრის არტისტი; 1963–1967წწ. ინჟინერი, ამავე წლებში ასწავლიდა თბილისის სხვადასხვა სამუსიკო დაწესებულებაში, 1973 წლიდან III სამუსიკო სასწავლებელში მუსიკის–თეორიის საგნებს; შექმნილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1974), კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1975), კონცერტი ჰობოისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1979), სიმფონია(1981); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – იმპროვიზაცია ფორტეპიანოსათვის(1967), სექსტეტი სიმებიანი კვარტეტის, ფლეიტისა და ფაგოტისათვის(1968), სიმფონია სიმებიანი ორკესტრისათვის(1973), ფანტაზია ექვსსიმიანი გიტარისათვის(1974), სონატა ფორტეპიანოსათვის(1976), "აფექტი" პიესა ფორტეპიანოსათვის(1977), ექვსი ბაგატელი ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(1984); კამერულ–ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები – "ლირიული ინტერმეცო" კანტატა ქალთა გუნდისათვის ა–კაპელა(1979), "დ. ა. თორაძის ხსოვნას" შერეული გუნდისათვის ა–კაპელა(1984), მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 151 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |