Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იასონ ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩუნე, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი 1889 წელს. სამშობლოში დაბრუნებული, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაება. რუსეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი მოღვაწეობა არაკეთილსაიმედოდ მიიჩნია და ახალგაზრდა იურისტს მუშაობა აუკრძალა. ამ მიზეზით მან სამშობლოს ფარგლებს გარეთ - ჯერ განჯაში, შემდგომ ვლადიკავკაზში გააგრძელა საქმიანობა. განჯაში მისი თაოსნობით დადგინდა ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი, რის შედეგადაც 1893 წ. ბარათაშვილის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს. ლორთქიფანიძე ასევე იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი და ამ კომისიის საფინანსო ნაწილის ხელმძღვანელი. 1918 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, 1920 წელს კი, თბილისში დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული სახელმწიფო ბანკის დაფუძნების შემდეგ — მის პირველი მმართველად. 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საქართველოს სსრ სახალხო ბანკად გადაკეთდა და მმართველის თანამდებობაზე 1923 წლამდე იასონ ლორთქიფანიძე დატოვეს, თუმცა მალე მოადგილედ დააქვეითეს და 1924 წელს მისგანვე ორგანიზებული სამრეწველო ბანკის უფროსად გადაიყვანეს. 1927-1934 წწ. აკრძალული ჰქონდა საფინანსო და საზოგადოებრივი სამსახური. 1930-იანი წწ. ბოლოს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მიიღეს და ძველი არქივების მოწესრიგება-აღწერის საქმე დაავალეს. მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა მისი ეპისტოლარული დანატოვარი საბანკო საკითხების შესახებ. ცნობილი საზოგადო მოღვაწის მერაბ ლორთქიფანიძის შვილი, მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის ძმა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133; nobility.pro; სამოქალაქო განათლება: civiledu.wordpress.com; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.430 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |