The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი დუმბაძე

გივი დუმბაძე
Date of birth:16 February, 1925
Date of death:11 May, 1999  (at 74 years)
Burial location:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ლენინგრადის ს. მ. კიროვის სახელობის სამხედრო სამედიცინო აკადემია 1952 წელს.

1952–1965წწ. იყო საბჭოთა არმიაში სამხედრო ექიმი სხვადასხვა თანამდებობაზე; 1965–1969წწ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, 1969–1985წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1985–1996წწ. სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. მისი ინიციატივითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია (ცსკლ) გადაკეთდა ამავე უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად, რომლის დირექტორი სიცოცხლის ბოლომდე იყო. მისი ხელმძღვანელობით აღნიშნული ინსტიტუტისა და სეფსისის რესპუბლიკური ცენტრის (ხელმძღვანელი პროფესორი ვ. ბოჭორიშვილი) თანამშრომლებთან ერთად შემუშავებული იყო სეფსისის მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობის ორიგინალური ექსპერიმენტული მოდელი და შესაძლებელი გახდა დაედგინათ სეფსისის სხვადასხვა ფორმების განვითარების იმუნოლოგიური, ბიოქიმიური, ბიოენერგეტიკული, ბიოფიზიკური, მორფოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა. ავტორია 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა შორის 36 საზღვარგარეთის ქვეყნებშია დაბეჭდილი. მრავალი ჯილდოს მფლობელი.  მონოგრაფიისთვის ("ექსპერიმენტული სეფსისის პათოგენეზის საკვანძო საკითხები") დ. თანაავტორებთან ერთად დაჯილდოებულია თსსუ-ს მიერ დაწესებული "ილარიონ ქართველის" მედლით (1999). გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. ექიმი–პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფუნქციის მოშლის პათოგენეზი და ჰიპოთერმიის გამოყენება გულის ჭრილობების დროს"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქალა–ტვინის კომბინირებული ტრავმის პათოგენეზის მასალები".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.95; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.277; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.127-128

Member of Organizations

  • მეორე მსოფლიო ომის სრულიად საქართველოს ვეტერანთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1995-)
  • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტთან არსებული სწავლულ ექსპერტთა საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე (1993-)
  • მინისტრთა კაბინეტთან არსებული სწავლულ ექსპერტთა საბჭოს სამეცნიერო სექცია, თავმჯდომარე (1995-)
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ვიცე–პრეზიდენტი (1994-)
  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე
  • სრულიად საქართველოს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1990-)

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1986 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

Share: