| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი დუმბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ლენინგრადის ს. მ. კიროვის სახელობის სამხედრო სამედიცინო აკადემია 1952 წელს. 1952–1965წწ. იყო საბჭოთა არმიაში სამხედრო ექიმი სხვადასხვა თანამდებობაზე; 1965–1969წწ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, 1969–1985წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1985–1996წწ. სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. მისი ინიციატივითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია (ცსკლ) გადაკეთდა ამავე უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად, რომლის დირექტორი სიცოცხლის ბოლომდე იყო. მისი ხელმძღვანელობით აღნიშნული ინსტიტუტისა და სეფსისის რესპუბლიკური ცენტრის (ხელმძღვანელი პროფესორი ვ. ბოჭორიშვილი) თანამშრომლებთან ერთად შემუშავებული იყო სეფსისის მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობის ორიგინალური ექსპერიმენტული მოდელი და შესაძლებელი გახდა დაედგინათ სეფსისის სხვადასხვა ფორმების განვითარების იმუნოლოგიური, ბიოქიმიური, ბიოენერგეტიკული, ბიოფიზიკური, მორფოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა. ავტორია 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა შორის 36 საზღვარგარეთის ქვეყნებშია დაბეჭდილი. მრავალი ჯილდოს მფლობელი. მონოგრაფიისთვის ("ექსპერიმენტული სეფსისის პათოგენეზის საკვანძო საკითხები") დ. თანაავტორებთან ერთად დაჯილდოებულია თსსუ-ს მიერ დაწესებული "ილარიონ ქართველის" მედლით (1999). გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. ექიმი–პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფუნქციის მოშლის პათოგენეზი და ჰიპოთერმიის გამოყენება გულის ჭრილობების დროს"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქალა–ტვინის კომბინირებული ტრავმის პათოგენეზის მასალები". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.95; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.277; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.127-128 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

