| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი დუმბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ლენინგრადის ს. მ. კიროვის სახელობის სამხედრო სამედიცინო აკადემია 1952 წელს. 1952–1965წწ. იყო საბჭოთა არმიაში სამხედრო ექიმი სხვადასხვა თანამდებობაზე; 1965–1969წწ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, 1969–1985წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1985–1996წწ. სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. მისი ინიციატივითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია (ცსკლ) გადაკეთდა ამავე უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად, რომლის დირექტორი სიცოცხლის ბოლომდე იყო. მისი ხელმძღვანელობით აღნიშნული ინსტიტუტისა და სეფსისის რესპუბლიკური ცენტრის (ხელმძღვანელი პროფესორი ვ. ბოჭორიშვილი) თანამშრომლებთან ერთად შემუშავებული იყო სეფსისის მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობის ორიგინალური ექსპერიმენტული მოდელი და შესაძლებელი გახდა დაედგინათ სეფსისის სხვადასხვა ფორმების განვითარების იმუნოლოგიური, ბიოქიმიური, ბიოენერგეტიკული, ბიოფიზიკური, მორფოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა. ავტორია 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა შორის 36 საზღვარგარეთის ქვეყნებშია დაბეჭდილი. მრავალი ჯილდოს მფლობელი. მონოგრაფიისთვის ("ექსპერიმენტული სეფსისის პათოგენეზის საკვანძო საკითხები") დ. თანაავტორებთან ერთად დაჯილდოებულია თსსუ-ს მიერ დაწესებული "ილარიონ ქართველის" მედლით (1999). გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. ექიმი–პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფუნქციის მოშლის პათოგენეზი და ჰიპოთერმიის გამოყენება გულის ჭრილობების დროს"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქალა–ტვინის კომბინირებული ტრავმის პათოგენეზის მასალები". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.95; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.277; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.127-128 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

