Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით I![]()
Biographyკახეთის მეფე 1601-1602წწ., ალექსანდრე II–ის ძე, თეიმურაზ I–ის მამა; გამეფდა სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების შემდეგ; მამა აიძულა ბერად შემდგარიყო; თავის ძმას, გიორგის, თავდაპირველად საუფლისწულო მამული მისცა, ხოლო შემდეგ დააპატიმრა, რადგან მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა, შეთქმულების 17 მონაწილე კი სიკვდილით დასაჯა; არეულობით ისარგებლა ნუგზარ არაგვის ერისთავმა და მეფეს განუდგა; დავით I–მა გამდგარი ერისთავი ისევ დაიმორჩილა და მძევლად შვილი ჩამოართვა; მისი მეფობის დროს კახეთში ჩამოვიდნენ რუსეთის სახელმწიფოს ელჩები ნაშჩოკინი და ლეონტიევი, რომლებმაც მას რუსეთის მეფის – ბორის გოდუნოვის ერთგულების "ფიცის წიგნი" მიაღებინეს; ელჩების კახეთში ყოფნის დროს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა; მას ეკუთვნის სპარსულიდან "ქილილა და დამანას" ქაშეფისეული ვერსიის დასაწყისის პროზაული ნაწილის ქართული თარგმანი; ტექსტში ჩართული ლექსები ან არ გადმოუღია, ან პროზად უთარგმნია; ვახტანგ VI-ის ცნობით, მან ტექსტი თარგმნა "კუსა და მორიელის" არაკამდე; თარგმანი შემონახულია ორი ხელნაწერით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.262
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |