The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზინაიდა ერისთავი

ზინაიდა ერისთავი
Date of birth:17 October, 1931
Date of death:16 March, 2002  (at 70 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1952-1955წწ. სსრკ-ის ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1955-1958წწ. ამავე კათედრის ასპირანტი; 1962–1968წწ. იყო ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1983წწ. ამავე ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი; 1975-1977წწ. ქ. ალჟირის ბელფორის ჰოსპიტლის უნივერსიტეტის კლინიკის კონსულტანტი; 1978-1981წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პერინატალური მედიცინის, მეანობის და გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეორე სამეანო განყოფილების გამგე; 1981-1984წწ. აქვე-ქირურგიული განყოფილების უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1984 წლიდან საქართველოს სამედიცინო აკადემიის პირველი სამეანო–გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი; 1984-1999წწ. ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის (ამჟამად სამედიცინო აკადემიის) პირველი მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი; აქვე-ამავე კათედრის პროფესორი (1999-2002); ავტორია 135 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 17 საზღვარგარეთაა გამოქვეყნებული, 1 მონოგრაფიისა, 1 მეთოდური წერილისა, 2 მეთოდური რეკომენდაციის; მისი ხელმძღვანელობით დაცული იყო 7 საკანდიდატო დისერტაცია. პრაქტიკულ სამკურნალო მოღვაწეობას ეწეოდა ქ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს გინეკოლოგიური კლინიკის ბაზაზე; 1997 წლიდან იგი ამ საავადმყოფოს გინეკოლოგიური კლინიკის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა სამკურნალო დარგში; იყო საკონსულტაციო ბიუროს კონსულტანტი, საქართველოს პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს, ქალაქის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების კომიტეტის, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კომიტეტის, ქალაქის პირველი საავადმყოფოს მედიკო-სანიტარული საბჭოს, დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ქირურგიული ფაკულტეტის წევრი; დაჯილდოებული იყო მრავალი მადლობით, სიგელით. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორსულობა და მშობიარობა დამძიმებული სამეანო ანამნეზის დროს", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თრომბოემბოლიური დაავადებების პროფილაქტიკა მეანობაში", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.99; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.707-708

Member of Organizations

  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

Share: