Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით IX![]()
Biographyსაქართველოს მეფე 1346-1360წწ., გიორგი V ბრწყინვალის ძე, გარდაიცვალა გეგუთის ციხესიმაგრეში; მისი მეფობის პირველი წლები აღინიშნა "შფოთით", ანუ შინაფეოდალური ბძოლებითა და "დიდი სიგლახაკით" – ეკონომიური კრიზისით; 1349-1350წწ. საქართველო იძულებული შეიქმნა ირანის მონღოლთა ყაენისათვის ანუ შირვანისათვის გადაეხადა ხარკი – 400000 დინარი; ამას დაერთო შავი ჭირის ეპიდემიით გამოწვეული "დიდი სიკვდილობა" (1348); დავით IX–ის მეფობის დროს, 1356 წელს, საქართველო დალაშქრა თავრიზის მმართველმა მელიქ აშრაფმა; მტერმა დაარბია და დაანგრია ქ. ბიჯნისი; ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობით, დავით IX–ს მნიშველოვანი სამშენებლო საქმიანობა წამოუწყია, აღუდგენია მონღოლთა მიერ დანგრეული მრავალი ეკლესია და ციხესიმაგრე; წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.269
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |