Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ დავითაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1953 წელს. 1938-1960წწ. მუშაობდა გაზეთ "ზარია ვოსტოკას" სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1960-1985წწ. გაზეთ "სოფლის ცხოვრების" რედაქტორად; სამეცნიერო–პოპულარული ჟურნალის "საქართველოს სოფლის მეურნეობის" მთავარ რედაქტორად; მისი ინიციატივით თბილისში აშენდა "ჩაის სახლი"; მას ეკუთვნის მრავალი წიგნი სოფლის მეურნეობის თემაზე, მათ შორის: "საქართველოს გზებსა და სოფლებში", "რეპორტაჟი საქართველოდან", "ოქროს თაროები", "საქართველოს ცის ქვეშ", "ჩაი ჩვენი ქართული"; მისი წიგნები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ და სლოვაკურ ენებზე; მისი ერთ–ერთი წიგნის "კონსტანტინე ლესელიძის" მიხედვით გადაღებულია დოკუმენტური ტელეფილმი. მიღებული აქვს საკავშირო ჟურნალისტთა კავშირის პრემია (1967) წიგნისთვის "ჩაი ჩვენი ქართული", 1984 - საერთაშორისო ჟურნალისტთა ფედერაციის ი. ფუჩიკის სახელობის მედალი (1984). საზოგადო მოღვაწე, II მსოფლიო ომის მონაწილე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.277 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |