Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელდარ კვერნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია 1972 წელს; ასპირანტურა 1977 წელს. 1972-1977წწ. საქართველოს პროფსაბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველო, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1977-1981წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტი, დაგეგმვისა და დაფინანსების მთავარი სპეციალისტი; 1981-1985წწ. შრომისა და სოციალურ საკითხთა საკავშირო კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1985-1997წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, დეკანის მოადგილე; 1997-2003წწ. შპს "კეს"-ის გენერალური დირექტორი; 2003-2004წწ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახური, უფროსის მოადგილე; საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 202 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |