Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო დავითაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. სწავლობდა თბილისში და აქვე ჩააბარა გამოცდები მასწავლებლის უფლების მოსაპოვებლად. თბილისში დაუახლოვდა ავჭალის აუდიტორიასთან არსებულ მუშა-ხელოსანთა თეატრის მეთაურებს, რომელთა ინიციატივით პირველად გამოვიდა ამ თეატრის სცენაზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის (1903-1904, 1910-1913), ქუთაისის (1904-1910, 1914-1915), ბაქოს ქართულ (1913-1914) თეატრებში. თბილისის ქართული დრამატული დასის მეთაურმა აკ. წერეთელმა სადებიუტოდ მისცა ტურფას როლი თავის პიესაში "პატარა კახი", ხოლო 1920 წლიდან იყო შ. რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი. შესრულებული აქვს 200-ზე მეტი როლი: სონია (ა. ჩეხოვის "ძია ვანო"), გაიანე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ოფელია (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), ქეთევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ივდითი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ამალია (ფ. შილერის "ყაჩაღები"), პრასკოვია (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ეფემია (მ. მრევლიშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი"), ზეინაბი და მაიკო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ხაზუა (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), შუშანა (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ფატიმა (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები") და სხვა.. გადაღებულია ფილმებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.278; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.108 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |