The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარგარიტა სალბერგ–ვაჩნაძე

მარგარიტა სალბერგ–ვაჩნაძე
Date of birth:29 July, 1909
Date of death:1993  (at 83 years)
Category:Musician, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჰელსინკი(ფინეთი).

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა უმაღლესი კურსები 1928 წელს(გერმანული), პარიზის სორბონას უნივერსიტეტი 1936 წელს(ფილოლოგია და მუსიკათმცოდნეობა), პარიზის კონსერვატორია 1939 წელს(საფორტეპიანო).

1940–1947წწ. ასწავლიდა ფორტეპიანოს პარიზის კონსერვატორიაში, ამავე დროს იყო ევროპის საგასტროლო ბიუროს პიანისტი–სოლისტი; 1948–1951წწ. პიანისტი–ლექტორი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში; 1954–1955წწ. ქ. ტაშკენტის კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის კათედრის უფროსი მასწავლებელი და უზბეკეთის ფილარმონიის პიანისტი–ლექტორი; 1955–1957წწ. საკავშირო რადიოს მუსიკალური რედაქტორი; 1957 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის უფროსი მასწავლებელი, 1961 წლიდან დოცენტი, 1977 წლიდან პედაგოგიური მეთოდიკისა და პრაქტიკის კათედრის პროფესორი; დაწერილი აქვს: წიგნები – "შოსტაკოვიჩი(1945, პარიზი), "ჩაიკოვსკი"(1948, პარიზი), "ვიქტორ დოლიძე"(1958, თბილისი "ხელოვნება"), "ნარკვევები ქართული საფორტეპიანო მუსიკის ისტორიაზე"(1973, თბილისი "ხელოვნება"); ნაშრომები კრებულებად; სტატიები პერიოდულ ბეჭვდურ გამოცემებში, ჟურნალებში; მუსიკათმცოდნეობის დოქტორი(1945), ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი(1961), პროფესორი(1981). 

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ბერლიოზი და რუსული მუსიკალური კულტურა", დაიცვა 1945 წელს სორბონაში.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 324

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1948-19??)

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: