The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იური დავითაძე

იური დავითაძე
Date of birth:16 November, 1952
Date of death:31 July, 2004  (at 51 years)
Category:Historian, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გოგაძეები, შუახევის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია - ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა - ქართული ენა, ლიტერატურა და ისტორია 1974 წელს.

1974-1979წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: ხელვაჩაურის რაიონის თხილნარის საშუალო სკოლის ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებელი; 1976 წელს აჭარის სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი (შეთავსებით); 1976-1979წწ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (შეთავსებით); 1979-1982წწ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმის საბჭოთა პერიოდის განყოფილების გამგე; 1982-1985წწ. საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ლექტორი; 1985-1986წწ. საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების ინსტრუქტორი; 1986-1988წწ. საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1988-1989წწ. საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების პასუხისმგებელი ორგანიზატორი; 1989-1991წწ. საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის ინსპექტორი; 1991-1993წწ. ბათუმის საბაჟოს ინსპექტორი; 1993 წელს აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის უფროსი; 1993-2003წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსი; 2004 წელს საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დემოკრატიული აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული,  მაჟორიტარი №82 შუახევის საარჩევნო ოლქიდან. დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა 2004 წლის 10 აგვისტოს გარდაცვალების გამო.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.144

Member of Organizations

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2003-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარები", წევრი (2004-2004)

Share: