Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავითი (კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
Biography1673-1696წწ. იყო აფხაზეთის (დას. საქართველოს) კათოლიკოს–პატრიარქი; მან აღადგინა ოდიშის სამთავროში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უმაღლესი საეკლესიო უფლებები, რომლის ხელყოფა ოდიშის მთავარმა ლევან III დადიანმა სცადა; 1675 წელს დავითმა ლევან III დადიანს კათოლიკოსის საქმეში ჩაურევლობის პირობა დაადებინა; მისგანვე მიიღო საკათოლიკოსო მამულად ოდიშში ხოფი (ახლანდ. ხობი), ხოლო სადგომად და საძვალედ – ორი სასახლე და ხოფის ღვთისმშობლის ეკლესია; მტკიცედ იცავდა საკათოლიკოსო საკითხებს; მისი კათოლიკოსობის პერიოდში აფხაზეთის სამთავროში გაძლიერდა ქრისტიანული მოსახლეობის შევიწროება ჩამოსახლებული "აფხაზების" (აფსუების) მიერ, საკათოლიკოსო ყმების გაყიდვა; მან აფხაზთა მთავარს ყვაპუ შარვაშიძეს ფიცის წიგნი დაადებინა, რომ შეწყვეტდა საკათოლიკოსო ყმების შევიწროებას. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.287
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |