Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა თევზაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1975წწ. მუშაობდა კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ექიმ-ორდინატორად; 1975–1984წწ. უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1984-1987წწ. უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1987 წლიდან დერმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. ეკუთვნის 2 მეთოდური, 2 რაციონალური წინადადება და 1 გამოგონაბა. ხელმძღვანელობს კლ. ორდინატორების, ინტერნების მომზადებას, საკანდიდატო დისერტაციების შესრულებას. 1998 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ექიმი დერმატოლოგი-ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფუნგოიდური მიკოზით დაავადებულთა კანის კლინიკო–მორფოლოგიური ცვლილებების დინამიკა მკურნალობის პროცესში", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.117
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |