Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო თოდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949–1952წწ. იყო ტროპიკულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი; 1951–1962წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, ასპირანტი; 1962–1965წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სასკოლო ჰიგიენის განყოფილების ხელმძღვანელი; 1965–1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა და მოზარდთა ჰოგიენის კათედრის ასისტენტი; 1970 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 53 სამეცნიერო ნაშრომის. უწევს სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას სეს–ის ექიმებს, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებს, ბავშვთა პოლიკლინიკებისა და ბავშვთა და მოზარდთა დაწესებულებების ექიმებს. ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქ. თბილისის აბრეშუმის მქსოველ ქალთა სადღეღამისო ენერგოხარჯვის შეწავლისთვის", დაიცვა 1962 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.121 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |