The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო აბაშიძე

ლადო აბაშიძე
Legal name:ვლადიმერ აბაშიძე
Date of birth:1849
Date of death:9 June, 1917  (at 68 years)
Category:Poet, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დილიკაური, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია.

იყო ნ. ავალიშვილის მიერ 1867 წელს ჩამოყალიბებული დრამატული წრის წევრი. 1872 წლიდან მუშაობდა საჩხერეში, ფოთში, აბაშაში მომრიგებელ მოსამართლედ, მაზრის უფროსის თანაშემწედ და სხვ. ხშირად მართავდა წარმოდგენებს პროვინციაში. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. წერდა ლექსებს. 1878 წელს გაზეთ "დროებაში" გამოქვეყნდა მისი ლექსი "ე. ნ.–ს" ("ისევ შენ და ისევ შენ...", მიძღვნილი ელენე კონსტანტინეს ასულ ნიჟარაძისადმი). შემდეგში ეს ლექსი შევიდა კრებულებში ("სალხინო საზანდარი", "ჩანგი") ავტორის  დაუსახელებლად. ლექსი ხალხსი სიმღერად იქცა, ხოლო კომპოზიტორმა ანდრია ყარაშვილმა  ნოტებზე გადაიტანა და პოპულარული ქართული რომანსი შექმნა. იგი ამშვენებდა ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.22: georgianencyclopedia.geქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.37


Share: