Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან აბაშიძე![]()
Biographyლევან მალაქიას ძე აბაშიძე იყო XVIII საუკუნის I ნახევრის იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. მისი ასული თამარი იყო ალექსანდრე V–ის და სოლომონ I–ის დედა. ლევან აბაშიძე მეთაურობდა თავადთა რეაქციულ ჯგუფს, რომელმაც ახალგამეფებული სოლომონ I ტახტიდან გადააყენა. მალე სოლომონ I–მა ტახტი დაიბრუნა და შეთქმულები დასაჯა. აბაშიძეს კაცხის ციხე წაართვა. იგი განაგრძობდა ბრძოლას სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ. 1757 წელს როსტომ რაჭის ერისთავთან ერთად მეგზურობდა სოლომონ I–ის დასამხობად იმერეთში შემოსულ ოსმალთა ჯარს. დაიღუპა ხრესილის ბრძოლაში, სადაც სოლომონ I–ის მოწინააღმდეგეთა ბანაკი იყო. ლევან აბაშიძის წილი მამული მეფემ სახასო საკუთრებად გამოაცხადა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.23
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |