შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაყვალა ილურიძე–სტურუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილიუსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1955 წელს. თბილისის პედიატრიის ინსტიტუტის დაარსების დღიდან მუშაობდა აღნიშნულ ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, ხოლო 1964 წლიდან ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელად. ავტორია 81 სამეცნიერო ნაშრომის, რომელიც ეხება გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. პედიატრ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სამედიცინო–სოციალური აკადემიის აკადემიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჯანმრთელ ბავშვთა გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის ზოგიერთი მაჩვენებელი ასაკობრივ ასპექტში ერთი დღიდან 16 წლამდე", დაიცვა 1964 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჯანმრთელ ბავშვთა სისხლის მიმოქცევის ასაკობრივი თავისებურებანი საქართველოს სხვადასხვა კლიმატოგეოგრაფიულ რეგიონებში", დაიცვა 1988 წელს კიევში. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.129 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |