Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ინაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა ჩრდილო - ოსეთის ორჯონიკიძის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1974წწ. იყო ხაშურის რკინიგზის საავადმყოფოს ექიმი - ქირურგი; 1974–1988წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის ტოპ. ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1988–1995წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1995 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე, პროფესორი. ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, არის 2 სადოქტორო და 6 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი; ტოპოგრაფ - ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვარიკოცელეს ქირურგიული მკურნალობის ექსპერიმენტული საფუძვლები", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მგზენტერიული სისხლის მიმოქცევის მოშლა", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.131; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.257 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |