Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ დანელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი, სოფელი ლეხაინდრავო. დაამთავრა ამიერკავკასიის საინჟინრო–მელიორაციის ინსტიტუტი 1931 წელს. 1932-1938წწ. მუშაობდა მოსკოვში ჰიდროტექნიკურ და მელიორაციულ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1938-1945წწ. ნოლირსკის სამთო მეტალურგიულ კომბინატში; 1942 წლიდან იყო ამ კომბინატის წყალმომარაგების პროექტის ავტორი და მთავარი ინჟინერი; 1945-1948წწ. ბულაჩაურის წყალსადენის სისტემის მშენებლობის მთავარი ინჟინერი; 1948-1961წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ჰიდროტექნიკურ და მელიორაციულ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ლაბორატორიას; 1962-1976წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკურ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრის გამგე; 1976 წლიდან გარდაცვალებამდე ამავე ინსტიტუტის ჰიდრავლიკის და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კათედრის გამგე; მისი შრომები უმთავრესად ეხება წყალმიმღებ ნაგებობათა მშენებლობის საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ჰიდროტექნიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.310 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |