Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინა იოსელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ლენინგრადის სანიტარულ–ჰიგიენური სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1974წწ. მუშაობდა მოსკოვის მე–20 სამშობიარო სახლის ექიმ მეან–გინეკოლოგად; 1974–1988წწ. იყო მოსკოვის საოლქო მეანობა და გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988 წლიდან აკად. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 2004 წლიდან ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. არის 67 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ფლობს 3 საავტორო მოწმობის მფლობელი. კვლევის თემა: გენიტალური პროლაქსების ეტიოპათოგენეზური მექანიზმები და მათი მრავალკომპონენტიანი ქირურგიული კორექცია. ექიმი-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ასპირაციულ–გამორეცხვითი დრენირება მძიმე გინეკოლოგიური ავადმყოფების ქირურგიული მკურნალობის კომპლექსში", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქალის შიდა სასქესო ორგანოების პროლაფსის ეთიო-პათოგენური მექანიზმები და მათი მრავალკომპონენტიანი ქირურგიული კორექცია", დაიცვა 2003 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.133; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.330
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |