The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნელი კაკულია

ნელი კაკულია
დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974–1975წწ. იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების ექიმი–ინტერნი. 1975–1978წწ. კურორტ მენჯის ექიმი–ნევროპათოლოგი; 1980–1987წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის ლაბორანტი; 1987–1995წწ. ასისტენტი; 1995 წლიდან კათედრის პროფესორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის. ეკუთვნის 9 რაციონალიზატორული წინადადება და ერთი გამოგონება. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. არის ექიმი–ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატრო დისერტაციის თემა - "ნევრასტენიის სამკურნალოდ ზოგიერთი ფიზიოთერაპიული მეთოდის გამოყენების კლინიკურ–ფიზიოლოგიური დახასიათება", დაიცვა 1988 წელს; სადოქტორო დისერტაციის თმა - "მიკროელემენტების ელექტროფარეზით და მაგნიტური ველით ნევრასთენიით დაავადებულთა დიფერენცირებული მკურნალობა და ამ ელემენტების როლი დაავადების პათოგენეზში", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.135

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა რესპუბლიკური და საქალაქო სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: