Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლადო ათანელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სამრეკლო, დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1989 წელს. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში(1984–1989) კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სცენაზე შეასრულა ალეკოს(ს. რახმანინოვის "ალეკო"), ფიორელოს(ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი"), ბელ–კორეს(გ. დონიცეტის "სიყვარულის ნექტარი"), ჟერმონის(ჯ. ვერდის "ტრავიატა") პარტიები. 1988 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის სტაჟიორია, 1989 წლიდან კი სოლისტი. დებიუტი–რენატოს პარტია(ჯ. ვერდის "ბალ–მასკარადი"). ამ თეატრის სცენაზე წარმატებით შეასრულა ჟერმონისა და მონტანოს(ჯ. ვერდის "ტრავიატა" და "ოტელო"), ფიგაროს(ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი"), მურმანის(ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი") პარტიები. რეპერტუარში აქვს აგრეთვე სხვადასხვა პარტიები ჯუზეპე ვერდისა და სხვა იტალიელი კომპოზიტორების ოპერებიდან, აგრეთვე პ. ჩაიკოვსკის, ს. პროკოფიევის, ს. რახმანინოვის, ფ. შუბერტის, რ. შუმანის, ი. ბრამსის, მ. რაველისა და თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა კამერული და ვოკალური ლირიკის ნიმუშები. ბარიტონი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.74 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |