Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ბაქარის ძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონი(დაიბადა დაახლოებით1723/1728 წლებში) იყო ქართლის სამეფო ტახტის პრეტენდენტი, ვახტანგ VI-ის შვილიშვილი, დაიბადა რუსეთში, იქვე მიიღო განათლება. ატარებდა გრუზინსკის გვარს, იყო გვარდიის ოფიცერი. ალექსანდრე ქართლის ტახტის მემკვიდრედ თვლიდა თავს და ვერ ურიგდებოდა ქართლში თეიმურაზ II-ის, შემდეგ ერეკლე II-ის, მეფობას, ამიტომ ბაქარის გარდაცვალებისთანავე, 1750 წელს დაიწყო ბრძოლა ქართლის სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად. 1763 წლიდან ფარულად ემზადებოდა საქართველოში წამოსასვლელად, მაგრამ სამშობლოში უნებართვოდ წამოსვლა ვერ მოახერხა. 1766 წელს ეკატერინე II-ის ბრძანებით სამხედრო წოდება ჩამოართვეს და სამშობლოში გამგზავრების ნება დართეს. 1767 წელს ალექსანდრე შირაზში ქერიმ-ხანთან მივიდა და დახმარება სთხოვა. ხანგრძლივი უნაყოფო ლოდინის შემდეგ იგი სოლომონ I-ის მიწვევით იმერეთში ჩავიდა და 1779 წელს, როდესაც ერეკლე ერევანში იყო სალაშქროდ, ქალაქში აჯანყების მოწყობა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 1782 წელს ალექსანდრე ამილახვართან ერთად ფათალი-ხანთან გადავიდა დაღესტანში. ერეკლე II-ის თხოვნით რუსეთის მთავრობამ 1783 წელს ალექსანდრე შეიპყრო, მკაცრი პოლიციური ზედამხედველობა დაუწესა და გადაასახლა სმოლენსკში, სადაც პატიმრობაში გარდაიცვალა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.100
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |