შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია ბითაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით 1999 წელს. 1998-2001წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველო, სპეციალისტი-იურისტი; 2001-2003წწ. საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი (WB), იურისტ-ექსპერტი; 2003-2004წწ. ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების პროექტი (UNDP/GEF), იურისტ-ექსპერტი; 2004-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ლექტორი; "საქართველოს თევზის მეურნეობის სექტორის განვითარების პროექტი"( UNDP/FAO), იურისტ-ექსპერტი; პროექტი "მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (POPs) შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება" (UNDP), იურისტ-ექსპერტი; 2001-2007წწ. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატი, წამყვანი სპეციალისტი-იურისტი; 2006-2011წწ. ეუთოს პროექტი საქართველოში "ორჰუსის ცენტრი", იურიდიული კონსულტანტი; 2007-2011წწ. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატი, მთავარი სპეციალისტი-იურისტი; 2011-2012წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, მოწვეული პედაგოგი; 2005-2012წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი; 2012 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, მოწვეული პედაგოგი; 2007 წლიდან კავკასიის სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2011-2014წწ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2014-2017წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორპესის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარე (2014); 2017-2020წწ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; 2020წ.- საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს 12 პუბლიკაცია საერთაშორისო გარემოს დაცვისა და ადამიანის ეკოლოგიური უფლებების დაცვის სფეროში. სამართლის დოქტორი (2017). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |