Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია ბითაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით 1999 წელს. 1998-2001წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველო, სპეციალისტი-იურისტი; 2001-2003წწ. საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი (WB), იურისტ-ექსპერტი; 2003-2004წწ. ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების პროექტი (UNDP/GEF), იურისტ-ექსპერტი; 2004-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ლექტორი; "საქართველოს თევზის მეურნეობის სექტორის განვითარების პროექტი"( UNDP/FAO), იურისტ-ექსპერტი; პროექტი "მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (POPs) შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება" (UNDP), იურისტ-ექსპერტი; 2001-2007წწ. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატი, წამყვანი სპეციალისტი-იურისტი; 2006-2011წწ. ეუთოს პროექტი საქართველოში "ორჰუსის ცენტრი", იურიდიული კონსულტანტი; 2007-2011წწ. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატი, მთავარი სპეციალისტი-იურისტი; 2011-2012წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, მოწვეული პედაგოგი; 2005-2012წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი; 2012 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, მოწვეული პედაგოგი; 2007 წლიდან კავკასიის სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2011-2014წწ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2014-2017წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორპესის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარე (2014); 2017-2020წწ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; 2020წ.- საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს 12 პუბლიკაცია საერთაშორისო გარემოს დაცვისა და ადამიანის ეკოლოგიური უფლებების დაცვის სფეროში. სამართლის დოქტორი (2017). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |