Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი დგებუაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა. დაამთავრა მოსკოვის ფოლადის ინსტიტუტი 1954 წელს. 1954-1957წწ. მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1957 წლიდან ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიის ინსტიტუტში; 1973 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის ელექტროთერმიის ლაბორატორიის გამგე; მისი ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები ეხება დახურული ელექტრული მადანაღმდგენი ღუმლების კონსტრუქციებს; 1980-1984წწ. მისი ხელმძღვანელობით შემუშავებული დახურული ღუმლის ახალი გეომეტრიული პარამეტრები დაინერგა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ყველა მძლავრ ელექტროღუმელში, აგრეთვე შეტანილ იქნა ინდოეთის ერთ–ერთი მეტალურგიული საწარმოს ორი ღუმლის პროექტი; მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დამუშავდა და წარმოებაში დაინერგა საწარმოო ნარჩენებისაგან ფოლადის ეფექტური განმჟანგველის(ფეროსილიკოალუმინი) მიღების ტექნოლოგია ალუმინთერმული პროცესით; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების; მეტალურგი, ტექნიკურ მეცნიერებატა კანდიდატი (1968). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.343; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.61 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |