Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ალექსი-მესხიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1914 წელს მოსკოვში ერთდროულად დაამთავრა პედაგოგიური და დრამატული კურსები. ხშირად გამოდიოდა მამასთან ერთად ვოდევილებსა და ფარსებში. მოღვაწეობდა რუსეთში(1914-1920, 1922-1925), კიევში(1920-1922) და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში(1926-1928). შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ქისტი ქალი(გ. რობაქიძის "ლამარა", 1926), კარმენსიტა(კ. ლიპსკეროვის "კარმენსიტა", 1927), ქსენია(ბ. ლავრენიოვის "რღვევა", 1928), დედოფალი ანა(ვ. სკრიბის "ჭიქა წყალი", 1941), დონა რაფაელი(ვ. სარდუს "ფლანდრია", 1942) და სხვ. 1928–1932 წლებში თბილისის ფილარმონიის ესტრადის მსახიობი იყო, ხოლო 1941–1946 წლებში კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე გამოდიოდა. მეორე მსოფლიო ომის წლებში მონაწილეობას იღებდა ფრონტებზე და ჰოსპიტლებში, აგრეთვე დონბასელი, ჭიათურელი და ტყიბულელი მეშახტეებისათვის გამართულ კონცერტებში. დრამისა და ესტრადის მსახიობი. ვლადიმერ(ლადო) ალექსი–მესხიშვილის ქალიშვილი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.104 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |