შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ბრეგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, გერმანული ფილოლოგიის მიმართულებით 1996 წელს. 1997-1998წწ. სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში ბამბერგის ოტო-ფრიდრიხის სახელობის უნივერსიტეტში; 1994-2001წწ. პროფესორ გურამ რამიშვილის სახელობის მე-6 საავტორო სკოლა, გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1999-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანული ფილოლოგიის კათედრა, ლექტორი; 1999-2001წწ. რომანულ-გერმანიკული ენათმეცნიერების კათედრის ასპირანტი; 2001-2002წწ. გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის(DAAD) სტიპენდიანტი კონსტანცის უნივერსიტეტში; 2002-2003წწ. პედაგოგიური პრაქტიკა გოეთეს სახელობის გერმანული კულტურის ინსტიტუტში; 2004–2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის რომანულ-გერმანიკული ენათმეცნიერების კათედრის დოცენტი; 2009 წლიდან ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, გერმანული ფილოლოგიის კათედრა, ლექტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნოვალისის ენის ფილოსოფია", დაიცვა 2004 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |