The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ალექსიძე

ალექსანდრე ალექსიძე
Legal name:ალექსანდრე სონღულაშვილი
Date of birth:27 December, 1874
Date of death:1934  (at 59 years)
Category:Dancer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1896-1924 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავე; ცეკვავდა საოპერო დადგმების ქორეოგრაფიულ სცენებში: "რუსლანი და ლიუდმილა" (მ. გლინკა), "დემონი" (ა. რუბინშტეინი) და სხვა; ასრულებდა  როგორც ქართულ ისე კავკასიის ხალხთა ცეკვებს (ბუხარის ემირისაგან მიღებული ჰქონდა ჯილდო); მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხალხური ცეკვების პროპაგანდის საქმეში; ქართველ მოცეკვავეთა კვალიფიცირებული კადრის მომზადების მიზნით 1902 წელს თბილისში დააარსა ხალხური ცეკვების პირველი სტუდია, რომელსაც სათავეში ედგა 1934 წლამდე; მისი მოწაფეები იყვნენ ი. სუხიშვილი, მ. სულხანიშვილი, ა. ჩიხლაძე, რ. ჭოხონელიძე და სხვები; 1895 წელს პარიზში, რუსულ ეთნოგრაფიულ გამოფენაზე ქართული ცეკვების შესრულებისათვის ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს. ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" გამოაქვეყნა სტატია ქორეოგრაფიის შესახებ: რა არის ცეკვა ან რა მნიშვნელობა აქვს / ა. გ. ალექსიძე // თეატრი და ცხოვრება.-თბილისი,1924.-14 დეკემბერი,№18/21.-გვ.10 
. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.105; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.7; მთაწმინდელი მოცეკვავე : (ალექსი ალექსიძე), 1874-1934 : მონოგრაფია / ლილი გვარამაძე.-თბ.,2017.-გვ.88; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.7-9


Share: