The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნელი ალექსიძე

ნელი ალექსიძე
Date of birth:12 December, 1921
Date of death:6 December, 2012  (at 90 years)
Category:Sculptor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

 დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1949 წელს.

სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1950 წლიდან. მუშაობდა დაზგური ქანდაკების დარგში. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "ცეკვა ქართული" (1951, თაბაშირი), "მოცეკვავე ქალი დაირით" (1953, ფაიანსი), აკადემიკოს ნ. ყიფშიძის პორტრეტი (1952, მარმარილო, ყველა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), "მედიცინის და" (1964, თაბაშირი), გენერალ-მაიორი ე. კობერიძის პორტრეტი (1965, მარმარილო, ორივე საქართველოს სახელმწიფო გალერეა), ი. გრიშაშვილის პორტრეტი (1966, ბრინჯაო, მთაწმინდის პანთეონი), ნ. ყიფშიძის პორტრეტი (1988, ბრინჯაო) და სხვ. 1973 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში. პოეტ მარიჯანის (მარიამ ტყემალაძე -ალექსიძის) შვილი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.107

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: