| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დედისიმედი![]()
ბიოგრაფიაXVI საუკუნის II ნახევრის სამცხე–საათაბაგოს პოლიტიკური მოღვაწის, ქაიხოსრო II-ის მეუღლე, ბაგრატ მუხრანბატონის ასული დედისიმედი 1545 წელს მისთხოვდა ქაიხოსრო ათაბაგს (1545--1573). მემატიანე მოგვითხრობს: "მესხთა ათაბაგ ყვეს ქაიხოსრო ძე ყუარყუარესი ღა დაემძახლა პატრონსა მუხრანისასა და მოიყვანა ცოლად აშოთან მუხრანის პატრონისა ასული და ეწოდა სახელად დედისიმედი და იყო ქალი ესე გლისპი და შეუპოვარ და ლაღი". დედისიმედი ყოფილა ამაყი, მტკიცე ნებისყოფის ქალი, ერთხანს აქტიურად მონაწილეობდა სამხრეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. 1573 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დებორას სახელით მონაზვნად შედგა, მაგრამ შვილის, ჯერ კიდევ ყმაწვილი და გამოუცდელი ყვარყვარეს ათაბაგად გახდომისთანავე ისევ დაუბრუნდა პოლიტიკურ ცხოვრებას და სამთავროს ფაქტობრივი მმართველი გახდა; 1576-1579 წლებში სამცხეში შინაფეოდალური ომის დროს ხშირად პირადად ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს და დიპლომატიურ მოლაპარაკებებს; ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის (1578) შემდეგ ისევ მესხეთში დარჩა, საკანაფის ციხეში გამაგრდა და იქიდან ხელმძღვანელობდა თურქთა წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობას; სამეცნიერო ლიტერატურაში კარგადაა ცნობილი მესხური დავითნის ქრონიკა ან "მესხური მატიანე" მას, "ვითარცა თანამედროვისა და მონაწილისაგან აწერილს შრომას, ჩვენი ისტორიისათვის დიდი, სწორედ დაუფასებელი მნიშვნელობა აქვს" (აკად. ი. ჯავახიშვილი). "მესხური მატიანის" ნაწილი დედისიმედის დაწერილი უნდა იყოს, იგი მიჩნეულია "მესხური დავითნის ქრონიკის" ერთ-ერთ ავტორად. მონაზონი, მწიგნობარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.350; ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.78-79
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

