The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დედისიმედი

Other name:დებორა
Date of birth:15??
Date of death:1595
Category:Nobleman, Historical Person, Politician, Religious leader

Biography

XVI საუკუნის II ნახევრის სამცხე–საათაბაგოს პოლიტიკური მოღვაწის, ქაიხოსრო II-ის მეუღლე, ბაგრატ მუხრანბატონის ასული დედისიმედი 1545 წელს მისთხოვდა ქაიხოსრო ათაბაგს (1545--1573). მემატიანე მოგვითხრობს: "მესხთა ათაბაგ ყვეს ქაიხოსრო ძე ყუარყუარესი ღა დაემძახლა პატრონსა მუხრანისასა და მოიყვანა ცოლად აშოთან მუხრანის პატრონისა ასული და ეწოდა სახელად დედისიმედი და იყო ქალი ესე გლისპი და შეუპოვარ და ლაღი". დედისიმედი ყოფილა ამაყი, მტკიცე ნებისყოფის ქალი, ერთხანს აქტიურად მონაწილეობდა სამხრეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. 1573 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დებორას სახელით მონაზვნად შედგა, მაგრამ შვილის, ჯერ კიდევ ყმაწვილი და გამოუცდელი ყვარყვარეს ათაბაგად გახდომისთანავე ისევ დაუბრუნდა პოლიტიკურ ცხოვრებას და სამთავროს ფაქტობრივი მმართველი გახდა; 1576-1579 წლებში სამცხეში შინაფეოდალური ომის დროს ხშირად პირადად ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს და დიპლომატიურ მოლაპარაკებებს; ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის (1578) შემდეგ ისევ მესხეთში დარჩა, საკანაფის ციხეში გამაგრდა და იქიდან ხელმძღვანელობდა თურქთა წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობას; სამეცნიერო ლიტერატურაში კარგადაა ცნობილი მესხური დავითნის ქრონიკა ან "მესხური მატიანე"  მას, "ვითარცა თანამედროვისა და მონაწილისაგან აწერილს შრომას, ჩვენი ისტორიისათვის დიდი, სწორედ დაუფასებელი მნიშვნელობა აქვს" (აკად. ი. ჯავახიშვილი). "მესხური მატიანის" ნაწილი დედისიმედის დაწერილი უნდა იყოს, იგი მიჩნეულია "მესხური დავითნის ქრონიკის" ერთ-ერთ ავტორად. მონაზონი, მწიგნობარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.350; ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.78-79


Share: