შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962–1963 წწ. იყო ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშას საუბნო საავადმყოფოს გამგე-ექიმი; 1963–1964 წწ. ზესტაფონის რაიონული საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1964–1968 წწ. თბილისის მე-7 კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმ-ორდინატორი; 1968-1975 წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების უმცროსი, 1975–1990 წწ. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1975–1995 წწ. ძირითად სამუშაოსთან ერთად იყო თბილისის მთავარი თერაპევტი; 1990–1994 წწ. წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი, ხოლო 1994 წლიდან გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. 2004 წლიდან გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე. ავტორია 73 სამეცნიერო ნაშრომის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ინტერნაციონალურ ბიოგრაფიათა ცენტრის ოქროს მედალი (1998). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტები", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "იშემიური დაზიანების შემოფარგვლა მიოკარდიუმის ინფარქტის დროს", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.141; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.186; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 527-528; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.138 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |