The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ პაპასქირი

ზურაბ პაპასქირი
Date of birth:15 September, 1950  (73 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1975 წელს.

1976 წლიდან სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ლექტორი; 1979 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი; 1981-1989 წწ.  აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველო-აფხაზეთის ისტორიის დოცენტი, კათედრის გამგის მოადგილე. 1989 წლიდან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე; თსუ სოხუმის ფილიალის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 2006-2019 წწ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითის მუშაობის სამსახურის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი. 1994-2006 წწ. – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პროფესორი (1994). 2006 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (2019 წელს არჩეულია უვადოდ), ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი; 250-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის 20-მდე მონოგრაფიის (წიგნის) ავტორი და თანაავტორი; არის «Gardarika» – International scientific Journal-ის სარედაქციო საბჭოს წევრი http://ejournal26.com/en/redakcionniy-sovet.html.

საკანდიდატო დისერტაცია – "საქართველო და აღმოსავლეთი ევროპა XI-XII საუკუნეებში" (მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1978).

სადოქტორო დისერტაცია – "შუა საუკუნეების საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა X ს. 70-იანი – XI ს. 80-იანი წლები" (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი –  1991)

Member of Organizations

  • აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია, თავმჯდომარე (1998-)
  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 2013 - ღირსების ორდენი
  • 2010 - რუსთაველის სტიპენდია
  • 2002 - ღირსების მედალი
  • 1998 - გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1982 - საქართველოს კომკავშირის პრემია

Bibliography


Share: