The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრია დეკანოზიშვილი

ანდრია დეკანოზიშვილი
Date of birth:1867
Date of death:1955  (at 88 years)
Burial location:ქ. დრაევილი, საფრანგეთი
Category:Writer, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი რუისი, გორის რაიონი.

დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1879 წელს.

XIX საუკუნის 90–იან წლების ბოლოს იმყოფებოდა ევროპაში, პოლონეთსა და საფრანგეთში; იმავე წლებში დაბრუნდა საქართველოში, თანამშრომლობდა "ცნობის ფურცელსა"  და სხვა ქართულ გაზეთებთან; 1901 წლიდან დაუახლოვდა გაზეთ "ცნობის ფურცლის" ეროვნულ–რადიკალურ ჯგუფს; შემდგომში იგი აირჩიეს საქართველოს სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის საინიციატივო ჯგუფის მთავარ კომიტეტში; ამ კომიტეტის ბაზაზე და მისი ძალისხმევით შეიქმნა პირველი ეროვნული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში – სოციალისტ–ფედერალისტთა პარტია; იგი მონაწილეობას იღებდა პარტიის პროგრამის შემუშავებასა და მის საქმიანობაში; 1920 წელს იყო საზოგადოება "ჩემო–ს" წარმომადგენელი ჰააგაში; 1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში; გამოქვეყვებული აქვს 5 ნოველა – "პეპელა"(1893), "დაღუპული" (1893), "სულერთია რომ ვეღარ გამობრუნდება" (1895), "ის კი მოდიოდა" (1896), "სხვისია, სხვისი!" (1897); ეს ნოველები ითარგმნა რუსულ ენაზე; საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.360; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.127 

Member of Organizations

  • სოციალისტ–ფედერალისტთა პარტია, წევრი

Share: