Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი დეკანოიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მერჯევი, საჩხერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მეაბრეშუმეობის ფაკულტეტი 1949 წელს. 1952 წლიდან მუშაობდა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1979-1984წწ. იყო აგრონომიული ფაკულტეტის დეკანი და 1981-1984წწ. ენტომოლოგიის კათედრის გამგე; გამოიკვლია ვაზისა და თუთის კულტურების ენტომო და აკაროფაუნა; შეისწავლა უმთავრესი სახეობების ბიოეკოლოგია, დაადგინა საქართველოში გავცელებული ჭიჭინობელების ტაქსონომიური შედგენილობა; აღმოაჩინა და აღწერა ახალი სახეობა – ვაზის ჭიჭინობელა [Erythroneura imeretina (Dekanoidz)]; ენტოლოგიის საერთაშორისო კატალოგში შეტანილია ქერცლფრთიანთა ერთ–ერთი წარმომადგენელი, რომელიც მის გვარს ატარებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ენტომოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1978). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.361 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |