The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა დემეტრაშვილი

ნათელა დემეტრაშვილი
ოფიციალური სახელი:ნანა დემეტრაშვილი
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1939
გარდაცვ. თარიღი:15 აგვისტო, 2011  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თეთრი წყარო.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1964წწ. რეჟისორად მუშაობდა თბილისის სანკულტურის თეატრში; 1964-1967წწ. გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში; 1967-1987წწ. სათავეში ედგა მესხეთის(ქ. ახალციხე) განახლებულ დრამატულ თეატრს; 1967-1976წწ. იყო ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი; 1976-1987წწ. დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1987-2007წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში; სპექტაკლები დადგა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის, ჭიათურის სახელმწიფო დრამატულ და რუსთავის დრამატულ თეატრებში; მისი საუკეთესო ნამუშევრებია: კ. ვიტლინგერის "ვარსკვლავიდან ჩამოსული კაცი", ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე", ო. ჩხეიძის "თედორე", ა. გეწაძის "პაემანი ცაში", ფ. შილერის "ყაჩაღები", კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"; მისი სპექტაკლები (ა. გეწაძის "გზა, ყარამანს ქალი მოჰყავს", "წმინდანები ჯოჯოხეთში") წარმატებით დაიდგა კირჯალის (ბულგარეთი) დრამატულ თეატრში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.373; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.95

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1983 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: