Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა დემეტრაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: თეთრი წყარო. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1964წწ. რეჟისორად მუშაობდა თბილისის სანკულტურის თეატრში; 1964-1967წწ. გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში; 1967-1987წწ. სათავეში ედგა მესხეთის(ქ. ახალციხე) განახლებულ დრამატულ თეატრს; 1967-1976წწ. იყო ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი; 1976-1987წწ. დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1987-2007წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში; სპექტაკლები დადგა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის, ჭიათურის სახელმწიფო დრამატულ და რუსთავის დრამატულ თეატრებში; მისი საუკეთესო ნამუშევრებია: კ. ვიტლინგერის "ვარსკვლავიდან ჩამოსული კაცი", ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე", ო. ჩხეიძის "თედორე", ა. გეწაძის "პაემანი ცაში", ფ. შილერის "ყაჩაღები", კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"; მისი სპექტაკლები (ა. გეწაძის "გზა, ყარამანს ქალი მოჰყავს", "წმინდანები ჯოჯოხეთში") წარმატებით დაიდგა კირჯალის (ბულგარეთი) დრამატულ თეატრში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.373; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.95 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |