The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ანდრონიკოვი

ირაკლი ანდრონიკოვი
Legal name:ირაკლი ანდრონიკაშვილი
Date of birth:28 September, 1908
Date of death:13 June, 1990  (at 81 years)
Burial location:ვედენსკოეს სასფლაო, მოსკოვი
Category:Critic, Literary scholar, Explorer, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი 1930 წელს.

ნაწარმოებების გამოქვეყნება დაიწყო 1929 წლიდან(რუსულ ენაზე). 1935 წლიდან გამოდიოდა ესტრადაზე თავისივე ზეპირი მოთხრობებით, რომლებშიც განასახიერებდა რეალური გმირების–მწერლების, მეცნიერების, მსახიობების და სხვა მოღვაწეების "პორტრეტებს". 1941 წლიდან მონაწილეობდა II მსოფლიო ომში, როგორც სამხედრო კორესპონდენტი(კალინინის ფრონტი, სმოლენსკის პარტიზანული რაზმები, ამიერკავკასიის ფრონტი). ირაკლი ანდრონიკოვის ზოგიერთი მოთხრობა მხოლოდ ზეპირ ვარიანტში არსებობს("ვარვარა ზახაროვნა", "სტუმრად ბიძასთან", "პირველად ესტრადაზე"), სხვები კი შემდგომში დაიბეჭდა("მოთხრობები–საუბრები",1935), ("გენერალ ჩანჩიბაძის საუბარი ახალწვეულებთან", 1942), ("ლერმონტოვის თანამემამულე", 1952), ("შალიაპინის ყელი", 1959), ("სალვინის შეცდომა", 1959) და სხვ. როგორც ლიტერატურათმცოდნე, ანდრონიკოვი უმთავრესად მიხეილ ლერმონტოვის შემოქმედებას იკვლევდა. აღმოაჩინა და გამოაქვეყნა მიხეილ ლერმონტოვის, ალექსანდრე პუშკინისა და  სხვა პოეტთა ბიოგრაფიული მასალები. მუშაობდა ტექსტოლოგიაში. იყო  ლერმონტოვის თხზულებათა ოთხტომეულის რედაქტორი(1953). იგი ხშირად გამოდიოდა როგორც პუბლიცისტი, კრიტიკოსი. ანდრონიკოვის ზეპირი მოთხრობები საფუძვლად დაედო რამდენიმე კინოფილმს, რომლებშიც ის თვითონვე მონაწილეობდა. ირაკლი ანდრონიკოვი ეწეოდა დიდ საზოგადო, ორგანიზატორულ–შემოქმედებით მუშაობას. სხვადასხვა დროს იყო სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის, ლენინური და სახელმწიფო პრემიების კომიტეტის, მთელი რიგი სამეცნიერო საბჭოებისა და სარედაქციო კოლეგიების წევრი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.153; nlr.ru

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1949-)

Awards and Honors

  • 1982 - საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი
  • 1976 - ლენინური პრემია
  • 1967 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1959 - რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: