Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინა კვიტაიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1978–1981წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიური კათედრის ასპირანტი; 1981–1988წწ. ასისტენტი; 1989 წლიდან ჯგუფის "ვირუსული ჰეპატიტების დისგნოსტიკა, მკურნალობა, პროფილაქტიკა" ხელმძღვანელი, წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1996 წლიდან კი თბილისსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის დოცენტი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, რომელთა უმრავლესობა ეხება ვირუსული ჰეპატიტების პრობლემებს. გამოცემული აქვს ორი მეთოდური რეკომენდაცია ექიმებისა და სტუდენტთათვის. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინტერფერონის როლი ვირუსული ჰეპატიტების მიმდინარეობასა და გამოსავალში", დაიცვა 1982 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.151
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |