Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგორ არწრუნი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. ძირძველი არისტოკრატიული წარმომავლობის მქონე სომხური ოჯახის წარმოამდგენელი. დაწყებითი განათლება რუსულ და ფრანგულ ენებზე მიიღო, 12 წლის ასაკიდან სომხურს სწავლობდა. თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჯერ მოსკოვისა და პეტერბურგის, შემდეგ კი ციურიხის, ჟენევისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში სწავლობდა. ჰაიდელბერგში მიიღო ფილოსოფიისა და პოლიტიკური ეკონომიის დოქტორის ხარისხი. პუბლიცისტური მოღვაწეობა 1865 წელს დაიწყო. ლიბერალური მსოფლმხედველობის მქონე, პროგრესულად მოაზროვნე ჟურნალისტი იყო, ზრუნავდა მოსახლეობის დაბალ ფენებში განათლების ფართოდ გავრცელებისა და ქალთა ემანსიპაციისთვის. 1872 წელს თბილისში დააარსა სომხურენოვანი ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეტი "მშაკ"("მუშა"), რომელიც 1920 წლამდე გამოდიოდა. ქარვასლაც ჰქონდა იმ ადგილას, სადაც ამჟამად გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრია. 1879 წელს ამ ქარვასლის ერთი ნაწილი ქართული თეატრალური დასის მესვეურთა თხოვნით თეატრად გადააკეთა, რომელიც ქართული თეატრალური დასის მუდმივ კერად გადაიქცა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. I. -თბ., 1975. -გვ. 616 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |