The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ონიანი

გიორგი ონიანი
Date of birth:6 October, 1974  (49 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ლენტეხი, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1998–2001წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; შეასრულა მთავარი პარტიები ვერდის, პუჩინის, ზ. ფალიაშვილის ოპერებში; 2001 წლიდან იყო მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სასწავლებლის ასპირანტი; 2001–2003წწ. გაიარა სტაჟირება "ლა–სკალას" თეატრში, აქვე შედგა მისი საზღვარგარეთული დებიუტი; 2001 წლიდან ასერულებს მთავარ პარტიებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საოპერო თეატრის სცენაზე; 2005 წლიდან ის კვლავ ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია; მართავს გასტროლებს უცხოეთის ქვეყნებში(ბრაზილია, იტალია, მექსიკა, საფრანგეთი, უნგრეთი, იაპონია); ასრულებს ტენორის მთავარ პარტიებს ვერდის("ტრავიატა", "აიდა", "დონ–კარლოსი", "ბალ–მასკარადი", "ტრუბადური", "რიგოლეტო"), პუჩინის("ტოსკა", "ჩიო–ჩიო–სანი", "ბოჰემა"), ბიზეს("კარმენი"), ზ. ფალიაშვილის("აბესალომ და ეთერი", "დაისი") ოპერებში; ფლობს ლამაზი ტემბრის ძლიერ ხმას(ტენორი).

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 200


Awards and Honors

  • 2005 - ბიულ–ბიულის სახელობის საერთაშორისო კონკურსი(ბაქო), I პრემია
  • 2004 - ტენორების საერთაშორისო კონკურსი(რუმინეთი) "ტრაიან გროცავესკუ", I პრემია
  • 2002 - საერთაშორისო კონკურსი "რივა დელ გარდა"(იტალია), I პრემია

Share: