Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე გარსევანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია 1883 წელს; ქ. მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1888 წელს. იმავე წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაინიშნა ქუთაისის ქართულ პროგიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; ხუთი წლის განმავლობაში მან გარკვეული წვლილი შეიტანა ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში; 1892 წლიდან გადადის თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლად; თბილისის სააზნაურო სკოლაში წარმატებითი და კარგი მუშაობის შედეგად იგი დააწინაურეს და 1897 წელს გადაიყვანეს ქუთაისის ქართული სკოლის გამგედ; 1898 წელს სკოლა გიმნაზიად გადაკეთდა და ის დატოვებულ იქნა რუსული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლად. მისი ინიციატივით ჯერ თბილისისა და შემდეგ ქუთაისის ქართულ გიმნაზიასი შემოღებულ იქნა მუსიკის სწავლება. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში, რომელიც 1905 წლის რევოლუციური მოძრაობის ნაყოფი იყო. უნივერსიტეტმა 1915 წლამდე იარსება და ამ ხნის განმავლობაში იგი ერთ-ერთი წამყვანი ლექტორი იყო. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი სამუშაოდ გადავიდა გორის პედაგოგიურ ტექნიკუმში. ავტორია რამდენიმე წიგნისა, რედაქტორობდა სხვადასხვა გამოცემას. ხალხოსანი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.30-31; განმანათლებლობა საქართველოში იდეები და მოღვაწეები : nateba.webbreeze.net Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |