The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი როსჩუპინი

Date of birth:4 December, 1905
Date of death:1968  (at 62 years)
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომუილი ფაკულტეტი აგრონომ-ზოოტექნიკოსის კვალიფიკაციით 1928 წელს.

მუშობას იწყებს საქართველოს ცენტრალურ ზოოტექნიკურ საცდელ სადგურში მეცხვარეობის ლაბორატორიაში ზოოტექნიკოსად და ეწევა მეცნიერულ მუშაბას "უდაბნოს" მეცხოველეობის მეურნეობაში; 1931-1936წწ. ზოოტექნიკური საცდელი სადგურის ბაზაზე შექმნილი ამიერკავკასიის მეცხოველეობის ინსტიტუტის უფროსი სპეციალისტია; 1936-1941წწ. საქართველოს მეცხოველეობის ინსტიტუტის მეცხვარეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1932-1937წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის ასისტენტი, 1937-1941წწ. დოცენტი და კითხულობს მეცხვარეობის კურსს; 1941-1946წწ. საქართველოს მეცხოველეობის ტრესტში მთავარი ზოოტექნიკოსი და დირექტორის მოადგილეა; 1946-1948წწ. საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცხვარეობის განყოფილების გამგე, 1948-1959წწ. უფროსი მეცნიერ თამშორომელი; 1959-1961წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშკი და ზოოტექნიკური სექტორის გამგე, 1961-1968წწ. მეცხვარეობის განყოფილების გამგე. მისი მეცნიერული მოღვაწეობა მიძღვნილია ჩვენი ძვირფასი ეროვნული გენოფონდის თუშური ცხვრის შესწავლას და სრულყოფას, მეგრული თხისა და საქართველოში მეთხეობის განვითარებას. ზოოტექნიკოსი, პროფესორი(1961).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თუშური ცხვრის ზრდა განვითარება და მალწარმოება", დაიცვა 1941 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "თუშური ცხვარი", დაიცვა 1959 წელს.

წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.161

Awards and Honors

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Share: