Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე გიუნაშვილი![]()
Biographyდაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარია 1894 წელს. დაინიშნა მასწავლებლად ჭიათურის რაიონის სოფელ პერევისის სკოლაში. 1901 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იგი მასწავლებლად მიიწვია სოფელ წინარეხის სკოლაში. მისი ხელმძღვანელობით ასობით და ათასობით ბავშვმა ისწავლა წერა-კითხვა და გზა გაიკაფა ცხოვრებაში, ამავე დროს, გლეხობის ნამდვილი მოამაგე იყო, გულწრფელად იზიარებდა მათ ჭირსა და ლხინს და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. მასწავლებლობის გარდა სალიტერატურო და მთრგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა, ათავსებდა სტატიებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, ეხებოდა მაშინდელი სოფლის მრავალ საჭირბოროტო საკითხს. წყარო:განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |