შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის კორსანტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა ვიტებსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1967–1969წწ. მუშაობდა სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტში; 1969–1972 წლებში თბილისის სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში; 1972–1978წწ. თსსი ცსკლ–ში; 1978–1988წწ. თბილისის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში; 1988 წლიდან იყო თბილისის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. 1988–1991წწ. ა. ნათიშვილის სახელობის ექპერიმენტული მორფოლოგიის, აგრეთვე 1991–2000წწ. ვ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტების იმუნოლოგიის განყოფილების გამგე; 2000–2005წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 2005–2007წწ. დირექტორი; 2010–2020წწ. იმუნორეაბილიტაციის ლაბორატორიი გამგე. ავტორია 145 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის ასპექტებს სხვადასხვა პათოლოგიების დროს. გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სბი–ინფექციური იმუნოლოგიის განყოფილების გამგე. სამეცნიერო ნაშრომების ავტორია, რომლებიც ეხება იმუნოლოგიის, ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის აქტუალურ საკითხებს. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "Условия и выявления биологической активности интерферона клеточных культурах". სადოქტორო დისერტაციის თემა – "Перинатальные вирусные инфекции и передача эндогенного интерферона потомству в период беременности и лактации", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.162; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 178 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |