The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ბატონიშვილი

Legal name:დიმიტრი ბაგრატიონი
Date of birth:14??
Date of death:1452
Category:Royalty

Biography

XV საუკუნის სახელმწიფო მოღვაწე; ალექსანდრე I დიდის (1412–1442) ძე; იგი გარკვეული პერიოდი ქართლის გაღმა მხარეში ("წყალს–იქით" – სათარხნო, საჯავახიანო, საციციანო) "მეფის" ტიტულით მოღვაწეობდა; ქართლის ამ ნაწილში მართვის უფლებამოსილება დიმიტრი ბატონიშვილმა მამის სიცოცხლეშივე მოიპოვა – "წყლის იქით" მისი საუფლისწულო მამული იყო; ალექსანდრე I დიდის გარდაცვალების შემდეგ მისმა ძმამ, საქართველოს მეფე ვახტანგ IV–მ (1442-1446), ცნო არსებული ვითარება; დიმიტრის ბატონიშვილობა "პროვინციის მეფობაში გადაიზარდა"; 1433 წელს ალექსანდრე I–მა დიმიტრი ბატონიშვილი "დიდი ძღუენით" წარგზავნა შემოსული დამპყრობლის "შარუხის" (შაჰრუხის) კარზე მშვიდობის დამყარების მიზნით ზავის დასადებად; დიმიტრი ბატონიშვილმა ეს მისია წარმატებით შეასრულა; არაერთ ისტორიულ დოკუმენტში დიმიტრი ბატონიშვილი "მეფედ" არის მოხსენიებული ან თავად ამტკიცებს დოკუმენტებს ამ ტიტულით; ასევე იხსენიება დიმიტრი ბატონიშვილი გარდაცვალების შემდეგაც; კათოლიკოს ნიკოლოზ ამილახვრის (XVII ს.) გუჯარით ალესანდრე I–ის ვაჟს, გიორგი VIII–ს "წყალს–იქით მამული დიდი ნაქონი დიმიტრი ბაგრატიონისა" სამთავისის ეკლესიისათვის შეუწირავს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.433


Share: