The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი (მიტროპოლიტი)

დიმიტრი
Legal name:დავით იაშვილი
Date of birth:15 December, 1872
Date of death:22 July, 1961  (at 88 years)
Burial location:პეტრე–პავლეს ეკლესია, თბილისი
Category:Educator, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საქობო, სიღნაღის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში 1888-1896წწ.

1896-1898წწ. მსახურობდა მართმადიდებლური აღმსარებლობის უწყებათა სკოლების მასწავლებლად; 1898 წელს ხელდასმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა სოფელ საქობოს ეკლესიის წინამძღვრად; პარალელურად ასრულებდა სიღნაღის ეპარქიული სასწავლებლის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას; 1912 წელს გადაიყვანეს თბილისის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვრად და აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში; 1952 წელს აღიკვეცა ბერად; ამავე წელს ხელდასმულ იქნა ნინოწმინდის ეპისკოპოსად და კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1958 წლიდან ბოდბისა და ალავერდის მიტროპოლიტი გახდა; მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა კათოლიკოს–პატრიარქის მელქისედეკ III–ის წერილობითი განკარგულება საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის მოსაყდრედ ურბნელი მიტროპოლიტის დავითის(დევდარიანი) გამოცხადების შესახებ, დავით მიტროპოლიტმა მელქისედეკ III–ის გარდაცვალების შემგედ წმინდა სინოდის სხდომაზე კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ ბათუმ–შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ეფრემის (სიდამონიძე) კანდიდატურა წამოაყენა, რასაც მხარი დაუჭირა სინოდის წევრთა უმრავლესობამ; დავით მიტროპოლიტს ეკუთვნის ისტორიული ჟანრის მოთხრობები, ნოველები, ქადაგებები, რომელთა უმრავლესობა დაცულია ი. გრიშაშვილის არქივსა და გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში; მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.434


Share: